saWmeli sokoebi - SavCoxa

Царство: Грибы
Отдел: Basidiomycota
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Рядовковые
Род: Трихолома
Вид: Рядовка серая
Международное научное название: Tricholoma portentosum

 

შავჩოხა - (ინგ. Tricholoma portentosum) (რუს. Рядовка серая)

სინონიმი: უცნობია.

საჭმელი სოკო ტრიქოლომას გვარისა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

აღწერა

ქუდი 4-10 (12) სმ დიამეტრის. ხორციანი, დახეთქილი ან დაბზარული კიდეებით, ახალგაზრდა სოკოებს მომრგვალებულ-კონუსისებური, ამობერილი, მოგვიანებით ბრტყელი-გადაშლილი, არათანაბარი, ბრტყელი ბორცვით ცენტრში. ქუდის კიდეები ახალგაზრდა სოკოებს შეკეცილი აქვთ, მერე უსწორდება, ბებერ ეგზემპლარებს შეიძლება ზემოთ აეწიოთ და დაებზაროთ. ქუდის ფერი ბაცი ნაცრისფერი ან მუქი ნაცრისფერი, ხშირად ზეთისხილისფერი ან იისფერი ელფერით; ცენტრში შედარებით მუქი; ქუდზე შეიმჩნევა მოშავო რადიალური ბოჭკოები. ქუდის ზედაპირი გლუვია, ასაკთან ერთად ქუდი ხშირად იბზარება; ნესტიან ამინდში ლორწოვანი და ოდნავწებოვანი (ამიტომაც ადვილად ეკრობათ ნიადაგი და მცენარეების ნარჩენები).

რბილობი მოთეთრო ან მონაცრისფრო, ხშირად მოყვითალო ელფერით (გადანატეხზე), მკვრივი, ფეხში ბოჭკოვანი და ფხვიერი. სუნი და გემო არ აქვს მძაფრი, ფქვილისმაგვარი.

ფირფიტები 0,5-1 სმ. ფართის, იშვიათი, ფართე, ოდნავ დახვეული, შეზრდილი ან თავისუფალი; ახალგაზრდა სოკოებს თეთრი, მოგვიანებით მონაცრისფრო, მოყვითალო ელფერით.

ფეხი 4-10 (15)სმ სიგრძის და 1-2სმ. სისქის, ცილინდრული, ოდნავ გამსხვილებული ძირში, ერთიანი (დროის შემდეგ ხდება ფუყე), მკვრივი, გლუვი, გრძივ-ბოჭკოვანი; თეთრი მოყვითალო ან მონაცრისფრო ელფერით ქვედა ნაწილში; ზედა ნაწილში ზოგჯერ ფქვილისნაირი ნადები აქვს. როგორც წესი, სოკოს ფეხი ღრმად აქვს ფესვგადგმული და დაფარულია ხავსთ და ჩამოცვენილი ფოთლებით.

სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები (5-6)×(3,5-5)მკმ, კვერცხისებურ-ელიფსური, გლუვი, უფერო.

ეკოლოგია და გავრცელება

შავჩოხა იზრდება წიწვოვან (უპირატესად ფიჭვნარში) და შერეულ ტყეებში, ქვიშიან ნიადაგზე, ხავსში და ჩამოცვენილი წიწვების და ფოთლების ქვეშ, ერთეულად ან ჯგუფებად, ხანდახან „ ჯადოქრის წრეებად“. მიკორიზას (ფესვს) იკეთებს ფიჭვის ხესტან. ხშირად იზრდება ერთდროულად იმ ადგილებში, სადაც Tricholoma equestre. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონებში.

სეზონი: სექტემბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე (მასიურად მოდის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის პირველ ნახევარში).

მსგავსი სახეობები

შავჩოხა მსგავსია ზოგიერთი ტავისი გავრის სახეობებისა, რომელთა შორისაც შეიძლება შეგვხვდეს როგორც საკვებად ვარგისი, ასევე უვარგისი და ოდნავ შხამიანებიც.

• შხამიანი შავჩოხა (Tricholoma virgatum) გამოირჩევა უფრო თხელი, ფერფლისფერ-ნაცრისფერი ქუდით, დამახასიათებელი კონუსური ბორცვით შუაში, მონაცრისფრო ფირფიტებით და რბილობის მწვავე გემოთი.
• საკვებად უვარგისი შავჩოხა საპნის(ებური) (Tricholoma saponaceum) შეფერილია უფრო თანაბრად (ბოჭკოების გარეშე) და გამოირჩევა საყოფაცხოვრებო საპნის ძლიერი სუნით.
• პირობითად-საჭმელი სოკო შავჩოხა გამორჩეული (Tricholoma sejunctum) აქვს მწვანე ან ყავისფერი და თეთრი ფეხი; რბილობს ახასიათებს არასასიამოვნო სუნი.

და ბოლოს, საჭმელი შავჩოხა მიწის (Tricholoma terreum) მნიშვნელოვნად პატარა, გამოირჩევა ბოჭკოვან-ქერცლოვანი ქუდის ზედაპირით და ნაცრისფერი, უფრო იშვიათი ფირფიტებით.

რუსული სინონიმები:

• შავჩოხა ზოლებიანი
• ფიჭვისძირა
• ნაცარა

სამეცნიერო სინონიმები:

• Agaricus portentosus FR. basionym
• Gyrophila portentosa (FR.) QUÉL.
• Melanoleuca portentosa (FR.) MURRILL.